პოლიციამ თბილისში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცმა ეზოში მყოფი ბავშვის გატაცება სცადა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მამაკაცი პოლიციამ ადგილზევე დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის აღძრული (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).