თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალების შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომელი, 24 წლის მამაკაცი მარჯვენა ფერდქვეშა არეშია დაჭრილი. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.