შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, 1 პირი -1974 წელს დაბადებული პირი დააკავეს.ბრალდებულმა ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.