02:01
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი დააჯარიმა
28-03-2020

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს.

ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

AutoPlay
მამაკაცი, რომელმაც შუამთის ქუჩაზე უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას დააკავეს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გიორგი გახარია მის ქონებრივ დეკლარაციაზე განმარტებას აკეთებს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ეს პირდაპირი ჩარევაა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია - გიორგი გახარია რურუას გათავისუფლებაზე
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებისთვის შეკერილ ფეხსაცმელზე განმარტებას აკეთებს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რუსეთს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
პარლამენტში ნათია თურნავასა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები