ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 101 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
უფრო კონკრეტულად, პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 92 მოქალაქე დააჯარიმა. გზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ჯარიმა გამოეწერა 8 პირს, თვითიზოლაციის წესის დარღვევის კი 1 ახალი ფაქტი გამოვლინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განმარტავს, რომ ფიზიკური პირები 3 ათასი ლარით, იურიდიული პირები კი 15 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.