პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში არაძალადობრივად განწყობილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს, - ასე გამოეხმაურა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch გუშინ ღამით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. Human Rights Watch-ის რეკომენდაციით სამართალდამცველებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა, მათ მიერ გამოყენებული ძალა არსებული საფრთხის პროპორციული უნდა იყო და უნდა ეცადონ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენონ დემონსტრანტებს. Human Rights Watch-ის თანახმად, აქციის მსვლელობისას ზოგიერთი ადამიანი ესროდა წყლიან ბოთლებს პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა დიდწილად დემონსტრანტები აგრესიულიები არ იყვნენ.