სამართალდამცავებმა ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის დაჭრის ბრალდებით ყოფილი მეუღლე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული პირი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.