პოლიციამ პარიზში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქში აშშ-ში გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდისა და 2016 წელს საფრანგეთში დაკავებისას დაღუპული ფრანგი ფერადკანიანი ახალგაზრდის, ადამა ტრაორეს, მიმართ სოლიდარობის გამოსახატად 20 000-ზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა. თავდაპირველად პროტესტი მშვიდობიანი იყო. სოლიდარობის ნიშნად დემონსტრანტებმა დაიჩოქეს და შეკრული მუშტები მაღლა ასწიეს. მოგვიანებით, როდესაც სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის დაშლა სცადეს, მშვიდობიანი დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
საამართალმდაცავების განმარტებით, საპროტესტო აქცია კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგებოდა.