დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში საკრებულოს დეპუტატმა ორი ადამიანი დაჭრა.
"ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ჭინჭარაულმა თანასოფლელებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშრიებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
უწყების ცნობით, ჭინჭარაული უკვე დაკავებულია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.