საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა.მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.