პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურიკრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ.ერთ-ერთი ბრალდებულია ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღებულია „ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 1002 აბი, 164 ნატეხი და დაფხვნილი ნარკოტიკი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
"გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.