პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი დააკავა. 1973 და 1960 წელს დაბადებული პირები ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული პირის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ე.წ "სირეცი", ხოლო მოსამართლის განჩინების საფუძველზე მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია 6 შეკვრად დაფასოებული ე.წ. "სირეცი" და 170 000 ლარი. 1960 წელს დაბადებული პირის პირადი ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ე.წ. "სირეცი" ამოიღეს.