პოლიციამ მუხიანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. 46 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს თბილისში, ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1960 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ მანსახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებულს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.