პოლიციამ მოპედის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა 1991 წელს დაბადებულმა პირმა, ცოტნე დადიანის ქუჩიდან, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მოპარული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შსს-ს ცნობით დაკავებული დანაშაულს აღიარებს.