სამართალდამცველებმა, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულია 5 პირი. კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, დაუსწრებლად პასუხისგებაში მიცემულია: 1979 წელს დაბადებული დ.რ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ., 1980 წელს დაბადებული ნ.კ., 1979 წელს დაბადებული ზ.მ. და 1977 წელს დაბადებული დ.ბ.მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ დანაშაულის მოტივი გახდა ერთ-ერთ ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის მკვლელობის წინა დღეს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება.ხუთივე ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში, მათზე გამოცხადებულია ძებნა.