პოლიციამ მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავა.