შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხი პირი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულთა შორის ორი წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის გაქურდვას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა სამი პირი აღნიშნული სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მეოთხე ბრალდებული კი, პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში აიყვანა.
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.