შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს. 1968 და 1972 წლებში დაბადებულ პირებს „ქურდული სამყაროს" წევრობა და გამოძალვა ედებათ ბრალად.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულები "ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. ერთ-ერთი დაკავებული სხვადასხვა პირის დაშინების გზით ცდილობდა პირადი და "ქურდული სამყაროსათვის" მატერიალური სარგებლის მიღებას. იგი საზღვარგარეთ მცხოვრები ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, თავისი ნდობით აღჭურვილი პირის, მეორე ბრალდებულის - შუამავლობით, სისტემატურად უკავშირდებოდა თანასოფლელს და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხას სძალავდა.
დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.