სამართალდამცავებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის წარსულში ნასამართლევი ორი „კრიმინალური ავტორიტეტი“ დააკავა. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი ლილუაშვილის განაცხადებით, მათ ბრალი ქურდული სამყაროს წევრობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი კანონიერი ქურდის ძმაა. გამოძიებით დადგინდა, რომ „კრიმინალური ავტორიტეტები“ და "ქურდული სამყაროს" წევრები - ლ.ბ. და კ.კ. "კანონიერი ქურდების" მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და "ქურდული გარჩევის" გზით, "კანონიერი ქურდების" დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ.