16:39
2 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პოლიციამ ქორწინების მიზნით ახალგაზრდა ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 3 პირი დააკავა
30-06-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ი.მ და 2002 წელს დაბადებული ი.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ფ.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, 1997 წელს დაბადებულ ა.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფრმაციაში.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

AutoPlay
უნგრეთი ევროკავშირის მიერ შეთავაზებული უსაფრთხო ქვეყნებიდან საზღვრებს მხოლოდ სერბეთისთვის გახსნის
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება 15 დღით გადადო
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
მიანმარში მეწყერს სულ მცირე 113 მაღაროს მუშა ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 593 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები