შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993, 1991 და 1986 წელს დაბადებული პირები დააკავეს. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ის ინფორმაციაში.