08:35
1 მარტი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პოლიციამ კასპში, ერთ-ერთ საწარმოში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უვნებლად გაათავისუფლა, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი
16-01-2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით - 1993 წელს დაბადებული  პირი დააკავა. ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა.

სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, უვნებლად გათავისუფლდნენ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.

მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

AutoPlay
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საწვავზე ფასის მატებას რუსთავი-თბილსიის დამაკავშირებელ ავტობანზე აპროტესტებდნენ, გზა გაათავისუფლეს
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
არგენტინაში ვაქცინაციასთან დაკავშირებული სკანდალი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
ხელები შორს ქართული ბუნებისაგან! - მიხეილ სააკაშვილი
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
ქუთაისში "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
პარლამენტის წინ შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები ხვალიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
Bloomberg- მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.6 მილიონამდე ადამიანს უტარდება
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები