02:16
6 ივლისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პოლიციამ გარდაბანში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
28-05-2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული ი.კ. და მისი თანასოფლელი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც რ.მ.-მ თან ნაქონი დანით ი.კ.-ს სხეულზე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდგომ, ი.კ.-მ შურისძიების მოტივით, კუთვნილი ავტომანქანიდან დანა ამოიღო, რ.მ. მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი რ.მ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ი.კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

AutoPlay
პრეზიდენტი - პრორუსული ჯგუფების საქმიანობის აკრძალვა ბოლო ნაბიჯია, თუმცა, შესაძლებელია საჭირო გახდეს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ბორის ჯონსონი - მჯერა, უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ პუტინის ძალების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება - უახლოეს პერიოდში უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება მიეწოდება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
კოვიდ კლინიკებში ინფიცირებული პაციენტების მატებაა - საავადმყოფოების ნაწილის ინფორმაციით, საწოლები დატვირთულია
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - საქართველო უნდა მოემზადოს ევროატლანტიკური რეფორმების გასატარებლად, რომელიც მან თავად დასახა მიზნად
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ლევან იოსელიანი - თავის წილი პასუხიმგებლობა გააჩნია ოპოზიციას, რადგან თვითონ ამ 12 პუნქტშივე რამდენიმეში ხაზგასმულია, რომ ოპოზიცია უნდა იყოს მონაწილე ამ პროცესების
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები