00:41
3 მარტი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები" - ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
23-02-2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას, პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა – ნიკანორ მელია დაკავებულია. სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ. სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები“, – აცხადებენ შსს-ში.

AutoPlay
გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა, რაც პოლიტიკას არ უკავშირდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს - პროკურორი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პოლონეთის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა დეპოლარიზაციისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ დაესხნენ თავს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს გორში
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ევროკავშირმა და აშშ-მა ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინაში - ჩვენ 2021 წელს ევროპის კონტინენტზე ვართ და ომია, ეს სამარცხვინო რეალობაა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები