შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომაროებაში მყოფი დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.