02:27
23 ივნისი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პოლიციამ ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა - შსს ფარულ ვიდეო ჩანაწერებს აქვეყნებს
27-04-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დაჯგუფების წევრები: 1995 წელს დაბადებული ა. ა., 1980 წელს დაბადებული ნ. გ. და 1976 წელს დაბადებული ნ. კ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ.

გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი - ნ. გ. და ნ. კ. დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა საქმეში სოციალური სამსახურისა და ყველა სხვა შესაბამისი უწყების ჩართვა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
AutoPlay
სუს-ში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, ვიდრე მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება არ მოხდება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შეზღუდვების გასატარებლად მთავრობისათვის უფლებამოსილების 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარლამენტმა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ნდობის ჯგუფში ოპოზიციის კვოტით მამუკა ხაზარაძე შევა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძის განმატებით, თუ საზოგადოება დახურულ სივრცეში პირბადის მოხმარების წესს ზედმიწევნით შეასრულებს, შესაძლებელია ღია სივრცეში გაუქმებამ შემთხვევების მატება აღარ გამოიწვიოს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები