16:52
2 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
30-06-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ნ.თ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, „კეტამინი“ და „ექსტაზი“ და დიდი ოდენობით ფულადი თანხა -85965 ლარი ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე მუხლის 6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

AutoPlay
ენტონი ფაუჩი - თუ სიტუაციას არ გავაკონტროლებთ, აშშ უფრო დიდი ეპიდაფეთქების წინაშე აღმოჩნდება
გამოქვეყნდა 5 წუთის წინ
საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
უნგრეთი ევროკავშირის მიერ შეთავაზებული უსაფრთხო ქვეყნებიდან საზღვრებს მხოლოდ სერბეთისთვის გახსნის
გამოქვეყნდა 39 წუთის წინ
თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება 15 დღით გადადო
გამოქვეყნდა 39 წუთის წინ
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები