პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მეუღლე დაჭრა და სიდედრს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ბორჯომში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე - 1985 წელს დაბადებული მეუღლე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.