თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების კარავი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიტანა. ამ წუთებში საკრებულოსთან აქცია სასტვენების ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკრებულოს დეპუტატებს მოუწოდებენ, "გარეთ გამოვიდნენ". აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. საკრებულოსთან იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც აქციის მონაწილეს სამედიცინო დახმარებას უწევს.