შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული პირი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირი ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, იგი, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა ნარკოტიკს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ვიდეოგადაღებას ახდენდა.
სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 7 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მცირე ზომის სასწორი.
დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.