კახეთის პოლიციამ ახმეტაში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1989 წელს დაბადებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.