შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული პირი „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, სენაკში დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი - ვითომდა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების - "მაგამედისა" და „ხაკიმის" სახელით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის თემურ გვასალიას დახმარებით, მოქალაქეს ვაჟიშვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 60 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.