"სამწუხაროდ, პოლიცია მღებრიშვილის პირობებში იქცა პარტიის ინტერესების გამტარებელ ორგანოდ“, -ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კოტე იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. იოსელიანის განცხადებით, მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში, სამართალდამცავებს უამრავი პრობლემა შეექმნა, რის გამოც მინისტრმა თანამდებობის დატოვებით უნდა აგოს პასუხი.