2017 წლის 1-ელი ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობის სახით 16 მილიონ 418 ათას 892 ლარი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შემოწირულობის 90%-ზე მეტი მიღებულია "ქართული ოცნების" მიერ. კერძოდ, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, "ქართული ოცნებამ" საანგარიშო პერიოდში შემოწირულობის სახით – 14 მილიონ 815 ათას 653 ლარი მიიღო. მას მოსდევს "ევროპული საქართველო" – 951 ათას 834 ლარით, ხოლო მესამეა - "ნაციონალურმა მოძრაობა", რომელმაც 134 ათას 700 ლარი მიიღო.
რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, მათგან ყველაზე მეტი შემოწირულობა ალექსანდრე ელისაშვილმა და დომენტი სიჭინავამ მიიღეს.