პოლიტიკურმა კლუბმა „თავთავი“ უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას, რუსული იმპერიის და პუტინის დიქტატურის წინააღმდეგ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, აქტიურად დაუჭირონ მხარი მეგობარ ქვეყანას.
აქციაზე შეკრებილებმა უკრაინის საელჩოში მხარდასაჭერი წერილიც შეიტანეს.