09:22
28 ნოემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პოლიტიკური თანამდებობის პირის შესაძლო ჩართულობა - მესამე სექტორი კლუბ "ბასიანთან" მომხდარი ინციდენტის გამოძიებაზე
20-01-2018

არასამთავრობო სექტორი კლუბ ბასიანთან მომხდარ ინციდენტს საგანგებო განცხადებით ეხმაურება და საქმეში პოლიტიკური თანამდებობის პირის შესაძლო ჩართულობაზე საუბრობს. განცხადებაში განხილულია საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი შონიას, გადაწყვეტილება, რომელმაც მძიმე დანაშაულში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"საქმის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ეჭვები იმ ფაქტმა გაამძაფრა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული „პრივილეგირებული ოჯახის” წევრია, რაც ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი მართლმსაჯულების სისტემის პირობებში ქმნის შესაძლებლობას, საქმის წარმოება მიკერძოებულად წარიმართოს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ საქმეში შესაძლოა, ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი."იმისათვის, რომ გაქარწყლდეს საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები შერჩევითი მართლმსაჯულების თაობაზე და მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩარევასთან დაკავშირებით, აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი, ობიექტური და სწრაფი გამოძიება," - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის, დემოკრატიული განვითარების ფონდის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენლები აწერენ.

AutoPlay
ქუთაისსა და "იმედის კლინიკაში" კორონავირუსს ექიმები ემსხვერპლნენ
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქცია გამართეს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ტაივანის პარლამენტში ოპოზიცია ქვეყნის პრემიერს დაუპირისპირდა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
დაავადებათა კონტროლის ცენტრი გენეტიკის ლაბორატორიის მმართველს მიზანმიმართულ ცილისწამებაში ადანაშაულებს და ბოდიშის მოხდას ითხოვს
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
განახლდება თუ არა სამგზავრო გადაყვანები საახალწლო დღეებში?
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
შეზღუდვებით დაახლოებით 250 000 ადამიანი სამსახურს კარგავს - რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები