"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც რუსთაველზე განვითარებული მოვლენების ინსპირირება მოახდინა. კალაძემ არ უპასუხა კითხვას, გადააყენებენ თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრს, იმის გამო, რომ აქციის დარბევისას მოხდა ძალის გადამეტება, რის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.
ამასთან კალაძე განმარტავს, რომ შტურმის ინსპირირება ადგილზე მობილიზებულმა დესტრუქციულმა ძალებმა ისურვეს. არჩილ ტალაკვაძის განცხადებით კი მმართველმა გუნდმა მომხდარზე პასუხისმგებლობა 24 საათის განმავლობაში აიღო, რაც პარლამენტის ტავმჯდომარის გადადგომით გამოიხატა.