პოლიტიკური პარტიების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად შექმნილ საინიციატივო ჯგუფში ჩართვას არ აპირებს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ რაიმე ახალი გაერთიანების შექმნა საჭირო არ არის, რადგან ამას ოპოზიცია სხვდასხვა ფორმებით აქამდეც აკეთებდა.
პარტიის წევრები ოპოზიციურ პარტიებს შორის მჭიდრო კოორდინაციას მხარს უჭერენ, თუმცა ამბობენ რომ მთავარი მიზანი ვადამდელი არჩევნების მიღწევა უნდა იყოს.