პოლიტიკური მზადყოფნა შეთანხმებისთვის - არასაპარლამენტო ოპოზიცია საკინსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად ხელისუფლებასთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს. საარჩევნო სისტემის, პრეზიდენტის არჩევის წესისა და სხვა საკითხებზე ერთიანი პოზიციის შესათანხმებლად პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება 2024-ის ნაცვლად 2020 წლისთვის მოხდეს. ოპოზიცია ასევე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ და მხოლოდ ინტერპარტიული ჯგუფის სრულ შემადგენლობასთან უნდა შედგეს.ასევე არ გამოირიცხება გარკვეულ კომპრომისებზე წასვლაც თუმცა მმართველ გუნდთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში ოპოზიცია რადიკალური ზომებზეც საუბრობს.