"ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ ალბათ ჯერ არ მივიღებთ MAP-ს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო პრაქტიკულად, ნატო-ს კართან დგას, რომელიც ღია უნდა იყოს.