საპარლამენტო ოპოზიცია გიორგი გახარიას კრიტიკას პასუხობს. "ევროპული საქართველოს" შეფასებით, მასკარადი ის ქმედებებია, რასაც მთავრობა შეზღუდვების დაწესებით ახორციელებს. ოპონენტები აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკონომიკის დამუხრუჭებაში ადანაშაულებენ, უშუალოდ მოქალაქეების დახმარებისთვის გათვალისწინებულ პაკეტს კი ცინიკურად აფასებენ.