პოლიტიკურ სპექტრში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით განხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ.პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცალკეული კანდიდატების შეფასებისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ კანდიდატების შერჩევა პირველ ეტაპზე პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტში გადმოინაცვლებს, სადაც გასაუბრების გამჭვირვალე პროცესი წარიმართება და ამის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას.რაც სეეხება საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებებს, პარტია მოქალაქეებს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, დაუჭერენ თუ არა მხარს კალანდარიშვილს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე. თუმცა, პარტიის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს არ აქვთ არგუმენტი, რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი მოქმედ თავმჯდომარე კალანდარიშვილს.რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებლის" პოზიციას, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მათი მხარდაჭერა არ ექნებათ.