პოლიტიკურ სპექტრში მთავარი განხილვის საკითხი ევროკომიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა. "ქართულ ოცნებას" გეგმა უკვე წარდგენილი აქვს, პარალელურად კი პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ ოპოზიციასთან შეხვედრას გეგმავს. თუმცა, მათი ნაწილი შალვა პაპუაშვილთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაზე უარს ამბობს. ოპოზიციის ნაწილს საკუთარი გეგმის წარდგენა სურს, რადგან მათი განცხადებით, ქართული ოცნების მიზანი პროცესის გაჭიანურებაა.