თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ბანკი ისჯება არა საეჭვო ფინანსური ტრანზაქციებისთვის, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებისთვის. პოლიტიკური ოპოზიციის ეჭვს ის გარემოებაც ამყარებს, რომ გამოძიება, ბანკის მიერ 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციაზე დაიწყო. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ყოფილ პრემიერს მიზანმიმართული იერიში მიაქვს საფინანსო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებზე. მისივე თქმით, ივანიშვილს და მის ეკონომიკურ გუნდს, ქვეყანა, ჭარბვალიანობისა და ეკონომიკური დასამარებისკენ მიყავთ.