"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე გეგმავს, პროკურატურას მისი მანქანის აფეთქებაში მონაწილე პირების ადგილსამყოფელი დაუსახელოს. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურაში შესვლამდე თავად განუცხადა.როგორც თარგამაძემ აღნიშნა, დავით ხეჩუაშვილის გარდა არიან სხვა ადამიანები, ვინც მის საქმეში ფიგურირებენ.