საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გარკვეული ნაწილი ცნობილია.კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 26 %, "ნაციონალური მოძრაობა" -15%, "ევროპული საქართველო" - 7%, "ლეიბორისტული პარტია“ - 6%, "პატრიოტთა ალიანსი" - 4%, არცერთი - 15%, არ მაქვს პასუხი 20 %. პოლიტიკოსების რეიტინგში გიორგი მარგველაშვილი 67%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა დავით სერგეენკო 65%, ხოლო მესამე ადგილს გიორგი კვირიკაშვილი 55%-ით იკავებს.