„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა, რომ მძევლების პოლიტიკური ნიშნით დემონიზება გაუგონარი ამბავია.
იგივე პოზიცია აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერსა და მაჟორიტარობის კანდიდატს ნიკა მელიას. მისი თქმით, ხელისუფლება მძევლებს შორის პოლიტიკური ნიშნით იდენტიფიცირებას ახდენს, რაც ყოველგვარ კრიტიკას სცდება.
სამართალდამცველი უწყება ბოლომდე ჩამოიშალა - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმას . მისი განცხადებით, უწყება არჩევნებზეა გადართული და კრიმინოგენური სიტუაცია უკიდურესად დამძიმებულია.
პრემიერი კი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ეფექტურად და მშვიდობიანად დასრულდეს.