აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფის შემოღება ნახევარი წლით გადადოს. ამის შესახებ გამოცემა Politico თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით წერს. ტარიფების დაწესების ან გადავადების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება ვაშინგტონმა ოთხშაბათს უნდა გამოაცხადოს. გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტი მის შემოღებას გადაავადებს.
როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მაისში დონალდ ტრამპმა გამაოცხადა რომ ევროპიდან ავტომობილებისა და საავტომობილო ნაწილების იმპორტი ამერიკის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა. ამის გამო მან სავაჭრო საკითხებში მომლაპარაკებელ რობერტ ლეიტჰაიზერს დაავალა ეწარმოებინა მოლაპარაკებები ბრიუსელთან და შედეგები მოხსენებით 180 დღის შემდეგ წარედგინა. სწორედ ეს 180-დღიანი ვადა იწურება ხვალ.
ამასთან Politico აღნიშნავს, რომ გადავადება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას.