15:02
14 დეკემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Politico: ტრამპი ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფის დაწესებას ნახევარი წლით გადადებს
14-11-2019

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფის შემოღება ნახევარი წლით გადადოს. ამის შესახებ გამოცემა Politico თეთრი სახლის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მაისში დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ევროპიდან ავტომობილებისა და საავტომობილო ნაწილების იმპორტი ამერიკის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა. ამის გამო მან სავაჭრო საკითხებში მომლაპარაკებელს დაავალა ეწარმოებინა მოლაპარაკებები ბრიუსელთან და შედეგები მოხსენებით 180 დღის შემდეგ წარედგინა. სწორედ ეს 180-დღიანი ვადა იწურება დღეს. ევროკავშირთან მოლაპარაკებებს კი ჯერ შედეგი არ მოაქვს, ძირითადად იმის გამო, რომ კავშირი უარს ამბობს ამერიკის პირობებზე გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი ევროკავშირში.

ამასთან, Politico აღნიშნავს, რომ გადავადება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას. თეთრი სახლი კი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს.

AutoPlay
"თიბისი ბანკის" და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 20 საათის წინ
იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 11.7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.3%-ით შემცირდა
გამოქვეყნდა 23 საათის წინ
GWP ისანში, ციხისძირის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
გამოქვეყნდა 23 საათის წინ
"კავკასუს ონლაინს" შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს
გამოქვეყნდა 23 საათის წინ
ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში 13.9%-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 23 საათის წინ
"საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora"-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
გამოქვეყნდა 23 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები