ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილი იპოვეს. ჩვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც შვილად ან შვილობილად აყვანის წესის დარღვევას ითვალისწინებს.